ურთის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ფოლკლორის სახლს“ ესტუმრნენ
03-12-2021

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები ზუგდიდში არსებულ „ფოლკლორის სახლს“ ესტუმრნენ.

„ფოლკლორის სახლის“ ფუძემდებელი და მასპინძელი გახლავთ ფოლკლორის დიდი ქომაგი და ლოტბარი ბესიკ ჭითანავა.  

„შეხვედრამ მეტად თბილ და სასიამოვნო გარემოში ჩაიარა. მოსწავლეებმა დაათვალიერეს იქ არსებული ნივთები, რომლებიც ქართულ ტრადიციებზე მიუთითებენ, მასპინძლის მონათხრობიდან ბავშვებმა ბევრი საინტერესო და ახალი ინფორმაცია მიიღეს. ხალხური საკრავების თანხლებით აჟღერდა სულის ჩამწვდომი მეგრული ჰანგები. მოსწავლეები ემოციებით დატვირთულნი დაშორდნენ გულთბილ მასპინძელს. მადლობა ბ-ნ ბესიკ ჭითანავას ასეთი  მიღებისათვის. 

ეს შესანიშნავი იდეა განახორციელა ამავე სკოლის მუსიკის მასწავლებელმა ცირა მიქავამ. ამ სტუმრობამ კიდევ უფრო დააახლოვა ჩვენი ნორჩი თაობა ხალხურ ტრადიციებსა და შემოქმედებას, კიდევ უფრო გააღვივა მათ პატარა გულებში ფოლკლორისადმი სიყვარული“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203