„ოქროსფერი შემოდგომის გაცილება“ ლიის თემის N1 საჯარო სკოლაში
03-12-2021
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეებთან ერთად ხშირად მართავენ სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებებსა თუ აქტივობებს და ბავშვებიც დიდი ხალისით მონაწილეობენ.
სკოლის მე-2ა კლასში მოსწავლეებმა დამრიგებელთან, ნანა ქანთარიასთან ერთად ლამაზი ღონისძიება - „ოქროსფერი შემოდგომის გაცილება“ მოაწყეს.
ბავშვებმა საკლასო ოთახი თემატურად, საშემოდგომო ნობათით მორთეს და სხვადასხვა საინტერესო აქტივობები განახორციელეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები ღონისძიებაში დიდი ხალისით ჩაერთნენ.