ლედგებეს საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგმა, ეკა მირცხულავამ, მოსწავლეებთან ერთად, საინტერესო საგანმანათლებლო პროექტი განახორციელა
03-12-2021
მარტვილის მუნიციპალიტეტის ლედგებეს საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

ისტორიის პედაგოგის, ეკა მირცხულავას ხელმძღვანელობით სკოლაში კიდევ ერთი საინტერესო, საგანმანათლებლო და ამავდროულად, ინტეგრირებული პროექტი განხორციელდა.

სკოლის მოსწავლეებმა 21-ე საუკუნეში, ისტორიული მოვლენა, კერძოდ, ძვ.წ.აღ. მე-6, მე-5 საუკუნეების საბერძნეთში დემოკრატიული წყობის დამაარსებლების: სოლონოს, კლისთენისა და პერიკლეს ჩატარებული პირველი არჩევნები და საარჩევნო პროგრამა გააცოცხლეს.

აღნიშნული აქტივობა მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და ამავდროულად დაუვიწყარი აღმოჩნდა.

„მადლობა თითოეულ მონაწილეს და პროექტის ხელმძღვანელს“, - წერია სკოლის გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203