ქვემო ქედის საჯარო სკოლის მოსწავლეები საფეხბურთო ინვენტარით დასაჩუქრდნენ
02-12-2021
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. სკოლაში სხვადასხვა სპორტული თუ საგანმანათლებლო ღონისძიებები ხშირად იმართება და ბავშვებიც დიდი ხალისით მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლის მოსწავლეები საფეხბურთო ინვენტარით დასაჩუქრდნენ და მონდომებული მოსწავლეებისთვის ხალისიანი სპორტული შეჯიბრებაც ჩატარდა.

„სკოლის მოსწავლეებს ხალისიანი და მხიარული დღე აჩუქეს - „ფანფუტბოლის“ წარმომადგენელმა, მამუკა კვარაცხელიამ და მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებმა - ავთო ხუმარაშვილმა და მალხაზ პაპუაშვილმა. სტუმრებმა მაისურებითა და ბურთებით დასაჩუქრებულ ბავშვებს სახალისო სპორტული შეჯიბრებებიც ჩაუტარეს.. დიდი მადლობა პროექტის ორგანიზატორებს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203