
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმის საჯარო სკოლაში შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
მეათე კლასის მოსწავლეებმა აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, პრეზენტაცია - „ერთად დავამარცხოთ შიდსი“, გამართეს.
მოსწავლეებმა პრეზენტაცია პედაგოგ შორენა კვარაცხელიას ხელმძღვანელობით მოამზადეს.
ისინი აღნიშნულ აქტივობაში დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.
ღონისძიებას სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
იხილეთ ფოტოები: