თბილისის N149 საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, თავსატეხი ააწყვეს
თბილისის N149 საჯარო სკოლაში მოსწავლეების ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ამჯერად, II კლასის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალება მათემატიკაში შეასრულეს.
მათ აღნიშნული დავალების ფარგლებში ტანგრამები შექმნეს.
დავალების შესრულებას პედაგოგები თამარ რობაქიძე, თამარ მაღრაძე და ცაცა ბაქრაძე ხელმძღვანელობდნენ.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა დავალება ინტერესითა და მონდომებით შეასრულეს.
„სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესი. კომპლექსური დავალების დამუშავების ეტაპებს აკვირდებიან სკოლის ხარისხის განვითარებისა და მასწავლებელთა პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფის წევრები“,- წერს სკოლა.
იხილეთ ფოტოები: