მუხაესტატეს საჯარო სკოლაში ღონისძიება - „შემოდგომის სიმფონია“ გაიმართა
02-12-2021
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეს საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

სკოლაში მოსწავლეებისთვის ხშირად იმართება სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებები და ბავშვებიც დიდი ხალისით ერთვებიან.

დაწყებითი კლასების კათედრამ საშემოდგომო ღონისძიება თემაზე - „შემოდგომის სიმფონია“ მოაწყო.

ღონისძიების ფარგლებში ნიჭიერმა მოსწავლეებმა წარმოთქვეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და პატარა ჩანახატები. ასევე, საკუთარ საკლასო ოთახებში შემოდგომის შესაბამისი კუთხეებიც მოაწყეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203