მინაძის საჯარო სკოლის მოსწავლე ბარბარე ბარძიმაძე ონლაინ პროექტში - „ივარჯიშე სახლში, დარჩი ყველგან აქტიური“ ჩაერთო
02-12-2021
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. სკოლა მოსწავლეებს მუდამ საინტერესო ღონისძიებებსა თუ აქტივობებს სთავაზობს და ბავშვებიც დიდი ხალისით მონაწილეობენ.
სკოლის ნიჭიერი და მონდომებული მოსწავლე ბარბარე ბარძიმაძე ონლაინ პროექტში სახელწოდებით - „ივარჯიშე სახლში, დარჩი ყველგან აქტიური“ აქტიურად ჩაერთო, რომლის ფარგლებშიც ვიდეორგოლი გადაიღო, სადაც ჯანსაღი ცხოვრების მიზნით აქტიურად ვარჯიშობს.
მონდომებულმა მოსწავლემ ვიდეორგოლის საშუალებით ასევე, თანატოლი გამოიწვია და მასაც მოუწოდა აღნიშნულ აქტივობაში ჩართვისაკენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს