ძველი ანაგის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა - „ფესვები“ გარემოსდაცვითი პროექტი წარმატებით დაასრულა
02-12-2021
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა - „ფესვებმა“ ახალგაზრდული გარემოსდაცვითი პროექტი - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2021“ წარმატებულად დაასრულა.

ეკოკლუბმა და მისმა ხელმძღვანელმა, ლია გოგილაშვილმა მიკროსკოპი და 300 ლარიანი ტექნიკის ვაუჩერი დაიმსახურეს, რომელიც სკოლას უკვე გადაეცა.

„სკოლა ულოცავს ეკოკლუბ - „ფესვებს“ და მის ხელმძღვანელს, ლია გოგილაშვილს ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ დაწესებული პრიზის (მიკროსკოპი) და განათლების სამინისტროს მიერ დაწესებული 300 ლარიანი ტექნიკის ვაუჩერის მიღებას, რომელიც გადაეცა სკოლას ამა წლის 29 ნოემბერს პროექტის კახეთის კოორდინატორის, კახა სუხიტაშვილის მიერ, მადლობა მას და მთელ CENN​-ის გუნდს! ძველი ანაგის საჯარო სკოლაასევე, მადლობას უხდის ორგანიზაცია CENN-ს და თანაორგანიზატორებს - საქართველოს პარლამენტს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, განათლებისა და  მეცნიერების სამინისტროს. პროექტს ფინანსურად მხარს უჭერს ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა / Austrian Development Cooperation“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203