
აფხაზეთის N22 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა და პედაგოგთა უსაფრთხოებაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ.
სკოლაში ყველა შესაბამის რეგულაციასა და რეკომენდაციას ზედმიწევნით იცავენ.
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც სწავლა დასწრებით ფორმატში დაიწყო, დისტანციურ რეჟიმზე აღარ გადასულან.