ობუჯის თემის N2 საჯარო სკოლაში პროექტი - „ოქროსფერი შემოდგომა“, განხორციელდა
02-12-2021

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N2 საჯარო სკოლაში პროექტი - „ოქროსფერი შემოდგომა“, განხორციელდა.

პროექტის ხელმძღვანელები და ინიციატორები ინგლისური ენის პედაგოოგი თამარ მაქაცარია და ხელოვნების პედაგოგი ასმათ ბერულავა იყვნენ. 

მოსწავლეები ღონისძიებაში დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ, წელიწადის ამ სეზონის შესახებ ისაუბრეს, ამოავლეს ჩურჩხელა და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. 

მათ მუსიკის პედაგოგ თამარ ლუკავას მხარდაჭერით, მუსიკალური ნომრებიც შეასრულეს.

„ინგლისური ენის მასწავლებელმა თამარ მაქაცარიამ და ხელოვნების მასწავლებელმა ასმათ ბერულავამ განახორციელეს პროექტი - „ოქროსფერი შემოდგომა“, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართული მოსწავლეები. პროექტის დასარულს გაიმართა ღონისძიება, რომელშიც მოსწავლეებმა თავიანთი შემოქმედებითი ნიჭი წარმოაჩინეს. მათ ყურადღების მიღმა არც ქართული ტრადიციული ნუგბარის - ჩურჩხელას მომზადება დატოვეს. ასევე, წარმოადგინეს ნაწყვეტი ფილმიდან „ღვინის ქურდები“. მუსიკის მასწავლებლის თამარ ლუკავას მხარდაჭერით და აქტიური მონაწილეობით მოსწავლეებმა წარმოადგინეს მუსიკალური ნომრები. ღონისძიება იყო სახალისო და საინტერესო“,- წერს სკოლა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203