ციხისძირის საჯარო სკოლაში არსებული თეატრალური დასი - „დვრიტა“ საყმაწვილო ფესტივალში მონაწილეობდა
02-12-2021
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
სკოლაში არსებულმა თეატრალურმა დასმა - „დვრიტა“ საყმაწვილო თეატრალური დასების ფესტივალში - „პირველი ავტოგრაფი“ მიიღო მონაწილეობა, რომლის ფარგლებში ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში სპექტაკლი - „ერთხელ სალონში“ წარადგინეს.
დასის ხელმძღვანელი ნაზი კოჩალიძე გახლავთ.
სპექტაკლში მონაწილე ნორჩმა მსახიობებმა როლები საუკეთესოდ მოირგეს და მაყურებელი აღაფრთოვანეს.