ჯგალის თემის საჯარო სკოლაში ყოველკვირეული ინტელექტუალური შეჯიბრი გაიმართა
02-12-2021
კალისტრატე სალიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის თემის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის სხვადასხვა საინტერესო აქტივობები თუ ღონისძიებები ხშირად იმართება და ბავშვებიც დიდი ხალისით მონაწილეობენ.
სკოლაში ამჯერად ყოველკვირეული ინტელექტუალური შეჯიბრი - „რა? სად? როდის?“ ჩატარდა.
შეჯიბრი ძირითადად დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში ზოგადი ცოდნის გაღმავებას მოიცავს. ასევე, აღსანიშნავია, რომ - „რა? სად? როდის?“ ეტაპობრივად საბაზო და საშუალო კლასების მოსწავლეებისთვის იმართება.
ინტელექტუალურ შეჯიბრში გამარჯვებული მოსწავლეები სიგელებითა და პრიზებით დაჯილდოვდნენ.