
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N2 საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება გაიმართა.
„მხიარულ სტარტებში“ სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. აქტივობას პედაგოგი ატიანა ტუსკაძე ხელმძღვანელობდა.
დაკომპლექტდა ორი გუნდი - „კენგურუ“ და „ვეფხვები“, რომლებიც ერთმანეთს შეეჯიბრნენ.
გაიმარჯვა „კენგურუმ“, მის წევრებს კი სპორტის პედაგოგმა სიგელები გადასცა.
„სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, მიმდინარე წლის 29 ნოემბერს სკოლაში „მხიარული სტარტები გაიმართა“. გამართულ შეჯიბრში სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეები ასპარეზობდნენ.
სპორტულ აქტივობას პედაგოგი ტატიანა ტუსკაძე ხელმძღვანელობდა.
ერთმანეთს სკოლის დაწყებითი კლასების აღსაზრდელებით დაკომპლექტებული გუნდები - „კენგურუ“ და „ვეფხვები“ შეეჯიბრნენ.
გამარჯვებულ გუნდს – „კენგურუ“ სპორტის მასწავლებელმა სიგელები გადასცა.
აღნიშული პროექტის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტში მასობრივად ჩართვა და სასკოლო სპორტის განვითარების ხელშეწყობა“,- წერს სკოლა.
იხილეთ ვიდეო: