წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა შემოდგომა ლამაზი ღონისძიებით გააცილეს
02-12-2021
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. პედაგოგები მოსწავლეებთან ერთად ხშირად მართავენ სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებებს და ბავშვებიც დიდი მონდომებით მონაწილეობენ.

პირველი კლასის დამრიგებელმა, ნათია ვარდანიძემ პატარა მოსწავლეებთან ერთად ღონისძიება - „ნახვამდის შემოდგომავ“, მოაწყო. ღონისძიების ბოლოს, საზეიმო ვითარებაში დირექტორმა, მაია ქობულიამ პირველკლასელებს პორტატული კომპიუტერები გადასცათ.

„ნახვამდის შემოდგომავ“ -  ყველაზე ფერადი, ყველაზე ორიგინალური. ქართული ბარაქიანი შემოდგომა და საზეიმო განწყობა იგრძნობოდა პირველ კლასში. გამოფენილი იყო შემოდგომის ბარაქიანი მოსავალი. ხელნაკეთი ნივთები, უამრავი ხილი, შემოდგომის ფოთლები. მოსწავლეებმა კარგად წარმოაჩინეს  შემოდგომის თვეები: წაიკითხეს ლექსები, იცეკვეს და იმღერეს. ღონისძიების დასასრულს მეგობარს სიურპრიზი მოუწყვეს და  ფერადი ბურთებით დაბადების დღეც მიულოცეს. ღონისძიების ბოლოს, საზეიმო ვითარებაში პირველკლასელებს სკოლის დირექტორმა მაია ქობულიამ  გადასცა პორტაბელური კომპიუტერები“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203