გულგულის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა თანასკოლელებს წმინდა გიორგის შესახებ ინფორმაცია გააცნეს
02-12-2021

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გიორგობას ღონისძიება მიუძღვნეს. 

მეოთხე კლასის მოსწავლეებმა წმინდანის შესახებ ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს და თანატოლებს გააცნეს. 

აღნიშნულ აქტივობაში მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.

„გიორგობასთან დაკავშირებით, მეოთხე კლასის მოსწავლეებმა ბავშვებს გააცნეს წმინდა გიორგის მოკლე ბიოგრაფია და მოყვნენ მისი სასწაულების შესახებ. ღონისძიების ბოლოს დამსწრე ბავშვებს გასაფერადებელი ფურცლები მისცეს“,- წერს სკოლა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203