თბილისის N60 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ შალამბერიძემ ინფექციური დაავადების შესახებ საინტერესო პრეზენტაცია მოამზადა
02-12-2021
თბილისის N60 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. პედაგოგები მოსწავლეებს ხშირად სთავაზობენ საინტერესო საგაკვეთილო პროცესს და ბავშვებიც დიდი მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, მე-7გ კლასის მოსწავლემ, მარიამ შალამბერიძემ ბიოლოგიის საგანში მეტად საინტერესო პრეზენტაცია მოამზადა თემაზე - „ინფექციური დაავადება-წითელა“.
აღსანიშნავია, რომ ნიჭიერი მოსწავლის ბიოლოგიის მასწავლებელი თამარ მოსეშვილია, ხოლო კლასის ხელმძღვანელი თამარ კენჭიაშვილი.