„ვეძებთ, ვსწავლობთ, ვზრუნავთ“ -ქუთაისის N35 სკოლის მოსწავლეები ბუნების მრავალფეროვნებასა და მის დაცვას საინტერესო აქტივობებით სწავლობენ
02-12-2021
ქუთაისის N35 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე, ცოდნის გაღრმავებასა და მიტივირებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ. 

პედაგოგები მოსწავლეებს ბუნებისა და ცხოველების სიყვარულს უნერგავენ. ასწავლიან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გარესამყაროს გაუფრთხილდნენ და მისი მოვლა ისწავლონ. 

ამჯერად, სკოლაში საინტერესო აქტივობა განხორციელდა. მოსწავლეებმა სხვადასხვა ცხოველის შესახებ ინფორმაცია მოიძიეს, ამობეჭდეს და დაფაზე გააკრეს. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები ამ აქტივობაში დიდი ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. 

„ადამიანი ბუნების გვირგვინია. ვეძებთ, ვსწავლობთ, ვზრუნავთ“,- წერს სკოლა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203