წყალტუბოს N1 სკოლის X კლასში შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს სპეციალური გაკვეთილი მიეძღვნა
02-12-2021
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგების ხელმძღვანელობით არაერთ მნიშვნელოვან აქტივობასა თუ ღონისძიებას მართავენ.

სკოლის X კლასში შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს სპეციალური გაკვეთილი მიეძღვნა.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების პედაგოგი დარეჯან ჯიშკარიანია, ხოლო კლასის ხელმძღვანელი თამილა თუთბერიძეა.

„მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს აღნიშნული პრობლემა, გაავლეს პარალელი COVID-19-თან, დაადგინეს მათ შორის მსგავსება და განსხვავება, ისაუბრეს იმ პრევენციულ ღონისძიებებზე, რომლითაც შეიძლება აღნიშნული ვირუსებიდან თავის დაცვა. შეხვედრამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ვირუსების შესახებ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე 1 დეკემბერს აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203