
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა მათემატიკის კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა წარმატებით დაასრულეს.
კომპლექსური დავალების სამიზნე ცნება იყო „გეომეტრიული ობიექტები“, პირობა კი - „მოძრავი სათამაშო მანქანის აგება, რომელიც იმართება ხელით“.
„მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს აღნიშნული დავალების მიმართ და მაღალი ჩართულობით წარმატებით გაართვეს თავი სამუშაოს“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი
იხილეთ ფოტოები: