ურთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მარკ ტვენის დაბადების დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
02-12-2021
30 ნოემბერი ცნობილი საბავშვო მწერლის მარკ ტვენის დაბადების დღეა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა ეს დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს.
განხორციელებული აქტივობებით, მოსწავლეებმა უფრო მეტი ინფორმაცია მიიღეს მწერლის შესახებ, გაეცნენ მის ბიოგრაფიას, ნაწარმოების შექმნის ისტორიას, გააცოცხლეს მისი მოთხრობის პერსონაჟი, ყველა ბავშვისთვის საყვარელი ტომი, ნახეს ფილმი, შექმნეს პოსტერები.
პროექტის ხელმძღვანელი და სულისჩამდგმელი იყო ამავე სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მანანა მალანია.
„ასეთი საინტერესო და შთამბეჭდავი აქტივობებით დატვირთული დღე უდაოდ დასამახსოვრებელი დღე იქნება მოსწავლეთათვის“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს