მახალაკიძეების საჯარო სკოლაში ინტელექტუალური შეჯიბრი გაიმართა
01-12-2021
ფრიდონ მახარაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაკიძეების საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის სხვადასხვა საინტერესო აქტივობები ხშირად იმართება და ბავშვებიც დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ.

სკოლაში ამჯერად ინტელექტუალური შეჯიბრი - „რა? სად? როდის?“ ჩატარდა.

„მახალაკიძეების საჯარო სკოლაში ჩატარდა ინტელექტუალური შეჯიბრი- „რა? სად? როდის?“, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები. I ადგილი - მაკა ფუტკარაძემ დაიკავა, II ადგილი - ნინი მიქელაძემ, ხოლო III ადგილის მფლობელი ლინდა მახარაძე გახდა. მათ გადაეცათ სიგელები. გისურვებთ წარმატებებს! მომავალი თქვენია.. გმადლობთ თანამშრომლობისთვის“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203