გუმბათის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტში მოპოვებული დაფინანსებით სკოლის ბიბლიოთეკისთვის წიგნებსა და სამაგიდო თამაშებს შეიძენენ
01-12-2021
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტებსა თუ კონკურსებში აქტიურად და ამავდროულად დიდი წარმატებით არიან ჩართულები.
ამჯერად, სკოლის მოსწავლეებმა - კახი კახაძემ და ზაზა ადაძემ პროექტის პრეზენტაცია გააკეთეს და დაფინანსება მოიპოვეს.
„კახი კახაძემ და ზაზა ადაძემ გააკეთეს პროექტის პრეზენტაცია და მოიპოვეს დაფინანსება, რომლის ფარგლებშიც სკოლის ბიბლიოთეკისთვის წიგნები და სამაგიდო თამაშები უნდა შეიძინონ. პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია - მეგობრობის ხიდი „ქართლოსი“. პროექტი დაფინანსებულია საგრანტო პროგრამის - „MEET UP! ახალგაზრდობა პარტნიორობისთვის „ხსოვნის, პასუხისმგებლობისა და მომავლის (EVZ)“ ფონდისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს