„ეტალონმა“ წალენჯიხის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები დააჯილდოვა
01-12-2021
წალენჯიხის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისათვის დაჯილდოვდნენ. 

კონკურის პირველ ეტაპზე სკოლიდან 19 მოსწავლე მონაწილეობდა, მათგან 3 - ანი მზარელუა, სანდრო კვეკვესქირი და მარიამი კვეკვესქირი მეორე ეტაპზე გადავიდნენ. მათ ოქროს სიგელები დაიმსახურეს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მარიამ კვეკვესქირი მეორე ეტაპის ყველაზე მაღალქულიან მონაწილეთა რეიტინგში მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით შეირჩნენ ის მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „წალენჯიხის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა წალენჯიხელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203