გურჯაანის მუნიციპალიტეტის კაჭრეთის საჯარო სკოლის მე-7ა კლასში პროექტი - „ჩვენი თემი“, განხორციელდა.
აღნიშნული პროექტი მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების პედაგოგ ნატა გეთიაშვილის ხელმძღვანელობით განახორციელეს.
მოსწავლეებმა მასწავლებელთან ერთად, თემის ისტორიისა და განვითარების შესახებ ისაუბრეს. მოამზადეს პრეზენტაცია, ვიდეორგოლი და დასუფთავების აქტიაშიც ჩაერთნენ.
„სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა ნატა გეთიაშვილმა და მე-7ა კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი „ჩვენი თემი“.
პროექტის მიზანი იყო პიროვნების როლის გააზრება თემის განვითარების საქმეში.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია თემის ისტორიის შესახებ, შექმნეს პრეზენტაციები, გადაიღეს ვიდეორგოლი, მოაწყვეს გამოფენა და მონაწილეობა მიიღეს დასუფთავების აქციაში“,- წერს სკოლა.
იხილეთ ვიდეო: