ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისათვის დაჯილდოვდნენ
01-12-2021
გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისათვის დაჯილდოვდნენ. 

სკოლის ორი მოსწავლე სანათა საჯაია და თამარ საჯაია მეორე ეტაპზე გადავიდა. მათ ოქროს სიგელები დაიმსახურეს.

სკოლა ულოცავს მათ და სხვა მოსწავლეებს ამ წარმატებას.

„მოსწავლეებმა საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენეს. მეორე ტურში გადავიდნენ: სანათა და თამარ საჯაიები. გილოცავთ მოსწავლეებო!
თქვენ ყველანი გამარჯვებულები ხართ“,- წერს სკოლა. 

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით შეირჩნენ ის მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „წალენჯიხის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა წალენჯიხელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203