არხილოსკალოს საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეები საფეხბურთო ინვენტარით დასაჩუქრდნენ
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებს საჩუქრად მაისურები და ფეხბურთის ბურთები გადასცეს. მოსწავლეებმა სკოლაში მისულ სტუმრებთან ერათად, ლელობურთი, ფეხბურთი, რაგბი და სხვა თამაშები ითამაშეს.
სკოლა საჩუქრებისა და სტუმრობისათვის მამუკა კვარაცხელიასა და მალხაზ პაპუაშვილს მადლობას უხდის.
„ფანფუტბოლის“ წარმომადგენელი საქართველოში მამუკა კვარაცხელია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლ - მალხაზ პაპუაშვილთან ერთად ესტუმრა არხილოსკალოს საჯარო სკოლას.
დაწყებით კლასების მოსწალეებს ჩამოუტანეს საჩუქრად მაისურები, ფეხბურთის ბურთები და მათთან ერთად ითამაშეს სახალისო თამაშები - ლელობურთი, ფეხბურთი, რაგბი და სხვა. პატარებმა ძალიან იხალისეს.
დიდი მადლობა მათ ჩვენი ბავშვების გახარებისთვის“,- წერს სკოლა.