ჯუმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ლამაზი ღონისძიებით გააცილეს
01-12-2021
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმის საჯარო სკოლის პირველი და მეორე კლასის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს.
მოსწავლეებმა შემოდგომა ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვით გააცილეს.
სკოლაში კუთხე მოეწყო, სადაც შემოდგომის ნობათი დაალაგეს. მოსწავლეებმა მოამზადეს თათარა და ჩურჩხელები ამოავლეს.
„სკოლის პირველი და მეორე კლასის მოსწავლეები ლამაზი ღონისძიებით - „ნახვამდის შემოდგომავ“, დაემშვიდობნენ შემოდგომას. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა აქტივობები. საკლასო გარემო გაფორმებული იყო შემოდგომასთან ასოცირებული ატრიბუტებით, წარმოდგენილი იყო შემოდგომის ნობათი. ღონისძიებაზე დუღდა თათარა, ბავშვები საკუთარი ხელით ავლებდნენ ჩურჩხელებს და აგემოვნებდნენ. სახალისო და საინტერესო იყო მასწავლებლის მიერ, საპრეზენტაციო პროგრამაში წარმოდგენილი აქტივობები, მოსწავლეების მიერ შესრულებული ლექსები, სიმღერები და ცეკვები“,- წერს სკოლა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს