ფახულანის თემის N2 სკოლის მოსწავლეებს ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით მონაწილეობისთვის სიგელები გადაეცათ
01-12-2021
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზეს. 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის პირველ ეტაპში სკოლის რვა მოსწავლე - საბა გოგოხია, ანრი გოგოხია, სალომე გოგოხია, ლექსო ლატარია, კობა გოგოხია, მარი ჯინორია, აზა ანთია და სესილი გოგოხია მონაწილეობდნენ. მათგან მეორე ეტაპზე გადავიდნენ - საბა გოგოხია, ანრი გოგოხია, სალომე გოგოხია, ლექსო ლატარია და სესილი გოგოხია.

აღსანიშნავია, რომ სესილი გოგოხია კონკურსის მეორე ეტაპის ყველაზე მაღალქულიან მონაწილეთა რეიტინგში მოხვდა.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში წალენჯიხელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 73 მოსწავლე, რომლებიც 30 ნოემბერს ერთმანეთს „წალენჯიხის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203