მიქავას თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“
ჟორჟი კვარაცხელიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიქავას თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზეს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის პირველ ეტაპში 5 მოსწავლე მონაწილეობდა, ხუთივე მათგანი შემდეგ ეტაპზე გადავიდა და ოქროს სიგელები დაიმსახურეს.
წარმატებული მოსწავლეები არიან:
- გიორგი კვარაცხელია;
- ლიზი ბუხრაშვილი;
- მარიამ კვარაცხელია;
- შოთა ყალიჩავა;
- ბექა კვარაცხელია.
მათგან ლიზი ბუხრაშვილმა კონკურსის მეორე ეტაპის ყველაზე მაღალქულიან მონაწილეთა რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა,
მარიამ კვარაცხელიამ კი - მე-8.
25 ნოემბერს საქართველოს ეროვნული
ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში წალენჯიხელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 73 მოსწავლე, რომლებიც 30 ნოემბერს ერთმანეთს „წალენჯიხის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.
იხილეთ ფოტოები: