აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს
01-12-2021
აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ზეიმით გააცილეს. 

სასკოლო ზეიმის ფარგლებში, მოსწავლეებმა ჩურჩხელები ამოავლეს, შემოდგომის კუთხე მოაწყვეს და ნობათი დაალაგეს. 

მათ შემოდგომა ლექსებით, სიმღერებით და ცეკვით გააცილეს.

„სკოლაში ჩატარდა ზეიმი „შემოდგომის გაცილება“. ბავშვებმა ამოავლეს ჩურჩხელები, შემოდგომას მიუძღვნეს სხვადასხვა გასართობი თამაშები, ლექსები, სიმღერები, გამოცანები. შემოდგომა გააცილეს ცეკვით“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203