თბილისის N149 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თემაზე - „არა ალკოჰოლს“, პოსტერები შექმნეს
01-12-2021
თბილისის N149 საჯარო სკოლაში მოსწავლეების განვითარებისა და შემოქედებითი უნარების წარმოჩენის მიზნით სხვადასხვა აქტივობა და ღონისძიება ტარდება.

ამჯერად, სკოლის  მე-8 კლასში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით საინტერესო აქტივობა განხორციელდა. 

მოსწავლეებმა პედაგოგ მაია ქსოვრელის ხელმძღვანელობით პოსტერები თემაზე „არა ალკოჰოლს“ შექმნეს. 

აღნიშნულ აქტივობაში მერვეკლასელები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.

„ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებული აქტივობების საბოლოო პროდუქტად მოსწავლეებმა პოსტერები შექმნეს. თემა: „არა ალკოჰოლს“,- წერს სკოლა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203