ამერიკულ საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესში“ მაგიდის ჩოგბურთის შიდასასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა
01-12-2021

ამერიკულ საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესში“ მაგიდის ჩოგბურთის შიდასასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა.

ჩემპიონატში მონაწილეობდნენ სხვადასხვა კლასის მოსწავლეები. გამარჯვებულებს სიმბოლური ჯილდო გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ აქტიურობით გამოირჩეოდა გოგონების გუნდი და გამარჯვებაც მოიპოვეს.

„ჩვენს სკოლაში სპორტული აქტივობები რეგულარულად ტარდება, რაც ხელს უწყობს მოსწავლეების ჯანსაღი ცხოვრებით დაინტერესებასა და ფიზიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობას“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

სპორტული ღონისძიების ხელმძღვანელი თამარ მუზაშვილი გახლდათ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203