ჯგალის თემის საჯარო სკოლის 4 მოსწავლე ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მეორე ეტაპის ყველაზე მაღალქულიან მონაწილეთა რეიტინგშია
კალისტრატე სალიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის თემის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისათვის დაჯილდოვდნენ. ჩემპიონატის პირველ ეტაპზე 24 მოსწავლე მონაწილეობდა, მათგან 10 მეორე ეტაპზე გადავიდა და ოქროს სიგელები მოიპოვეს.
მეორე ეტაპზე გადასული მოსწავლეები არიან:
- ლევანი ბელქანია;
- გოჩა ჩანგელია;
- ნინი ჩანგელია;
- გურიკა კვარაცხელია;
- ანრი კვარაცხელია;
- ლიზი ჩანგელია;
- მარიამი მიქავა;
- თათული კვარაცხელია;
- მათე კვარაცხელია;
- ზიზი ხარჩილავა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კონკურსის მეორე ეტაპის ყველაზე მაღალქულიან მონაწილეთა რეიტინგში ჯგალის თემის საჯარო სკოლის 4 მოსწავლე მოხვდა.
ნინი ჩანგელია მე-2 ადგილზე, ანრი კვარაცხელია მე-5 ადგილზე, თათული კვარაცხელია მე-9 ადგილზე და ზიზი ხარჩილავა მე-10 ადგილზე გავიდა.
შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით შეირჩნენ ის მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „წალენჯიხის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა წალენჯიხელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა.
იხილეთ ფოტო: