ჭალადიდის საჯარო სკოლის პედაგოგმა მანანა გვასალიამ, პირველკლასელებთან ერთად, ლამაზი საშემოდგომო ღონისძიება მოაწყო
01-12-2021
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში პედაგოგების ხელმძღვანელობით სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებები თუ აქტივობები ხშირად იმართება და მოსწავლეებიც დიდი ინტერესით მონაწილეობენ.
სკოლის პედაგოგმა, მანანა გვასალიამ ამჯერად პირველკლასელებთან ერთად შემოდგომის ბოლო დღესთან დაკავშირებით ლამაზი ღონისძიება მოაწყო.
პატარა მოსწავლეები ღონისძიებაში დიდი ხალისით ჩაერთნენ და მრავალფეროვანი აქტივობები განახორციელეს.
„შემოდგომის ბოლო დღეს, საოცარი ღონისძიება მოაწყო მანანა გვასალიამ მის პატარა მერცხლებთან ერთად. საოცრად კარგები იყვნენ ჩვენი პირველკლასელები, ლამაზი ლექსებით, სიმღერებით და ცეკვებით, შემოდგომის ფერებში გადაწყვეტილები პატარა ყვავილებს ჰგავდნენ. მადლობა, მანანა მასწავლებელო ასეთი ლამაზი ღონისძიებისთვის, გისურვებთ წარმატებებს მომავალში; გვიყვარხართ ჩემო პატარა მერცხლებო, ძალიან ტკბილები და კარგები ხართ“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს