
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალში მათემატიკის კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციის მიზანი მათემატიკასა და მეცნიერების სხვა დარგებს შორის არსებული ურთიერთკავშირის გამოვლენა იყო.
მოსწავლეების საკონფერენციო თემები სხვადასხვა საინტერესო თემას შეეხებოდა. აღნიშნულ კონფერენციას მათემატიკის მასწავლებელი იმედა იაკოვენკო უძღვებოდა.
„კონფერენციის მთავარი მიზანი იყო მათემატიკასა და მეცნიერების სხვა დარგებს შორის არსებული ურთიერთკავშირების გამოვლენა.
მონაწილეთა პრეზენტაციები მრავალფეროვანი შინაარსის გახლდათ და მოიცავდა მოხსენებებს მუსიკასა და მათემატიკას შორის დამოკიდებულებაზე.
მათემატიკური გამოთვლების მეშვეობით წარმართულ საგამოძიებო პროცესზე.
მზის სისტემისა და მასში შემავალი პლანეტების მათემატიკური მოდელირების შესახებ და სხვა.
კონფერენციას მათემატიკის მასწავლებელი იმედა იაკოვენკო უძღვებოდა“,- წერს სკოლა.
იხილეთ ფოტოები: