ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მეექვსეკლასელებმა მათემატიკის გაკვეთილზე კომპლექსური დავალების პრეზენტაცია წარადგინეს
01-12-2021
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო პროცესია შექმნილი.

პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო საგაკვეთილო აქტივობებს ხშირად სთავაზობენ და ბავშვებიც აქტიურად ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეებმა მათემატიკის გაკვეთილზე მეტად საინტერესო კომპლექსური დავალება წარადგინეს. მოსწავლეების პედაგოგი მაია ხუნაშვილია.

აღსანიშნავია, რომ ბავშვები საგაკვეთილო პროცესში დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულები.

„ბავშვებმა კომპლექსური დავალება თვალსაჩინო პრეზენტაციების სახით წარმოადგინეს. მადლობას ვუხდით მათი მათემატიკის პედაგოგს, მაია ხუნაშვილს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203