თბილისის N200 საჯარო სკოლაში ფუნქციური უნარების განმავითარებელი გაკვეთილი ჩატარდა
თბილისის N200 საჯარო სკოლაში მუდმივად ზრუნავენ მოსწავლეთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების განვითარებაზე, შესაბამისად პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებს ხშირად სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის მე-6 ჯგუფში, თემაზე - „ავეჯის განლაგება მისთვის განკუთვნილ ოთახში“ ფუნქციური უნარების განმავითარებელი გაკვეთილი ჩატარდა. რა დროსაც მოსწავლეებმა სამზარეულოს ჭურჭლის დასახელება და დანიშნულებისამებრ გამოყენება ისწავლეს.
აღსანიშნავია, რომ მონდომებული და ნიჭიერი მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში დიდი ინტერესით აქტიურად ჩაერთნენ.
იხილეთ ფოტოები: