წალენჯიხის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ოქროს სიგელები მოიპოვეს
01-12-2021
წალენჯიხის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზეს.
კონკურსის პირველ ეტაპზე სკოლის ცამეტი მოსწავლე მონაწილეობდა და მათგან მეორე ეტაპზე - გვანცა მიქავა, მარიამ შეროზია და გიორგი სარია გადავიდნენ, რომლებმაც ოქროს სიგელები დაიმსახურეს.
შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით შეირჩნენ ის მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „წალენჯიხის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა წალენჯიხელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს