დავით მამულაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო თხილვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
ხულოს მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილეობდნენ შემდეგი მოსწავლეები.მათგან დათო ქამაშიძე და ლია მამულაძე მეორე ეტაპში გადავიდნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა მოსწავლე „ეტალონისა“ და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიისაგან სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.
იხილეთ ფოტოები: