ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ წარჩინებული კურსდამთავრებულები კუთვნილი მედლებით დაჯილდოვდნენ
01-12-2021
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალის წარჩინებული კურსდამთავრებულები ოქროს მედლები დაჯილდოვდნენ.
23 ნოემბერს ქუთაისის ოპერის თეატრში 2020 წლის კურსდამთავრებულთა ოქროს მედლების გადაცემის ცერემონია გაიმართა.
„სხვა სტუმრებთან ერთად ღონისძიებას ესწრებოდა ქუთაისის მერი, ბატონი იოსებ ხახალეიშვილი. ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულებს და ვუსურვებთ კიდევ უფრო მეტ წარმატებებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს