ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე აღინიშნა
01-12-2021

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალში ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

ამ თარიღთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა ინფორმაცია მოიძიეს, დაამუშავეს და პრეზენტაციები და პოსტერები შექმნეს. მათ აღნიშნული თემის ირგვლივ არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.

მოსწავლეებმა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრასთან დაკავშირებით ფილმი ნახეს და დისკუსია გამართეს.

„ფსიქოლოგის, მანანა დევაძის ხელმძღვანელობით, ჩატარდა შეხვედრა, სადაც მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, შექმნეს პოსტერები, იმსჯელეს პრობლემის გამომწვევ მიზეზებსა და მისი აღმოფხვრის შესაძლებლობებზე, ასევე განიხილეს სიტუაციური ექსპერიმენტი.
ასევე თამთა კვარაცხელიამ ჩაატარა ვორქშოფი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის შესახებ და მონაწილეებმა ნახეს თემასთან დაკავშირებული ანიმაციური ფილმი და გამართეს დისკუსია.
სკოლა პროგრესი უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მხარდამჭერ კამპანიას და საზოგადოებას მოუწოდებს ძალადობის დაგმობისაკენ, ლოზუნგით - გაანარინჯისფრე სამყარო“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203