გაუწყინარის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური შეჯიბრი ჩატარდა
01-12-2021
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გაუწყინარის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური შეჯიბრი - „ტვინების ბრძოლა“ ჩატარდა.

შეჯიბრში, რომლის ორგანიზატორი ისტორიის პედაგოგი მერაბ თოფურია იყო, VI და VII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები შეჯიბრში დიდი ინტერესით ჩაერთნენ, მათ თავიანთი შესაძლებლობების წარმოჩენა შეძლეს. 

ორივე გუნდმა წარმატებით იასპარეზა, გამარჯვება კი VI კლასმა ანგარიშით 20-18 მოიპოვა.

„სკოლაში, ისტორიის პედაგოგის, მერაბ თოფურიას ორგანიზებით ინტელექტუალური შეჯიბრი - „ტვინების ბრძოლა“ ჩატარდა. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს VI და VII კლასის მოსწავლეებმა. მოსწავლეებმა სააზროვნო, ლოგიკურ და სახალისო შეკითხვებს უპასუხეს. მათ 25 შეკითხვას უპასუხეს, შეკითხვებს არ ჰქონდა სავარაუდო პასუხები, მოსწავლეებს თითოეულ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად 1 წუთი ჰქონდათ დრო. ორივე გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა და მაღალი შედეგი დააფიქსირა, გაიმარჯვა VI კლასმა ანგარიშით 20-18. შეჯიბრმა მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია“,- წერს სკოლა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203