ქუთაისის ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ სასკოლო ინტელექტუალური ჩემპიონატი - „მოზაიკა 2021“ იწყება
01-12-2021
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

სკოლაში სხვადასხვა საინტერესო აქტივობები ხშირად იმართება და მოსწავლეები დიდი მონდომებითა თუ აქტიურობით მონაწილეობენ.

ამჯერად, სასკოლო ინტელექტუალური ჩემპიონატი - „მოზაიკა 2021“ იწყება. თამაშში მონაწილეობა ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ III-XII კლასის მოსწავლეებისგან შემდგარ გუნდებს შეუძლიათ.

„I, II და III ადგილოსანი გუნდები დაჯილდოვდებიან სერტიფიკატებითა და ფასიანი საჩუქრებით. რეგისტრაცია: https://bit.ly/MosaicGame; რეგისტრაციის ბოლო ვადა: 3 დეკემბერია; თამაშის წესები მარტივია: თამაშობთ გუნდურად - 6 ადამიანი; უნდა უპასუხოთ 24 შეკითხვას; მოსაფიქრებლად გაქვთ 1 წუთი; კითხვების თემატიკა მრავალფეროვანია და უმეტესად დაფუძნებულია ლოგიკურ და ანალიტიკურ აზროვნებაზე. ჩემპიონატი ჩატარდება 4 ლიგად: I ლიგა - III-IV კლასი - 11 დეკემბერი, 10:00 სთ; II ლიგა - V-VII კლასი - 12 დეკემბერი, 10:00 სთ; III ლიგა - VIII-IX კლასი - 12 დეკემბერი, 14:00 სთ; IV ლიგა - X-XII კლასი (*EN) - 11 დეკემბერი, 14:00სთ. „მოზაიკას“ IV ლიგა X-XII კლასელებისათვის ჩატარდება ინგლისურ ენაზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203