ძველი ხიბულის საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა გაკვეთილზე თამაშით მათემატიკური უნარები გაიუმჯობესეს
ზვიად გამსახურდიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ხიბულის საჯარო სკოლაში მოსწავლეების განვითარებასა და მოტივირებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.
სკოლაში მოსწავლეებისთვს სხვადასხვა საინტერესო აქტივობა ტარდება.
ამჯერად, მე-2 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ირმა ფიფიას ხელმძღვანელობით, გაკვეთილზე თამაში - „მაღაზიობანა“ ითამაშეს.
მოსწავლეებმა თამაშით მათემატიკური უნარები გაიმჯობესეს.
„თამაში „მაღაზიობანა“, ძალიან ვიხალისეთ. აი, თურმე, რატომ არის აუცილებელი სწაფი ანგარიში“,- წერს პედაგოგი ირმა ფიფია.
იხილეთ ფოტო: