წალენჯიხის N2 საჯარო სკოლა ალექსანდრე ქუჩულორიას „წალენჯიხის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოპოვებას ულოცავს
01-12-2021
წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ალექსანდრე ქუჩულორია „წალენჯიხის ეტალონი მოსწავლე“ გახდა.

სკოლა მოსწავლეს ამ მიღწევას ულოცავს და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ფინალში წარმატებებს უსურვებს.

„სკოლა ამაყობს მისით და იმედს ვიტოვებთ ფინალში „საქართველოს ეტალონი მოსწავლის ტიტულის მოპოვების“,- წერს სკოლა.

ინტლექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ პირველ ეტაპში სკოლის 25 მოსწავლე მონაწილეობდა. მათგან 6 მოსწავლე მეორე ეტაპზე გადავიდა. 

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით შეირჩნენ ის მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „წალენჯიხის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა წალენჯიხელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203