„ბავშვობის ეს უდარდელი დღე მუდამ დაამახსოვრდებათ“- ბავრის საჯარო სკოლის მოსწავლეები თოვლის მოსვლას სიხარულით შეხვდნენ
01-12-2021
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლის მოსწავლეები პირველი თოვლის მოსვლას დიდი სიხარულით შეხვდნენ.
როგორც სკოლის ქართული ენის პედაგოგი ჯული ველელი-შირინიანი წერს, მთელ ეზოში მოსწავლეების ჟრიამული ისმოდა.
პედაგოგი მოსწავლეებს ლაღ, უდარდელ, ბედნიერ ბავშვობასა და ცხოვრებას უსურვებს.
„თოვლი მოვიდა. გადააფარა ყველაფერს - მთებს, ველებს, მიმდვრებს, თეთრი ქათქათა ფაფუკი საფარველი. ბავრის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ჟრიამულით აუვსიათ სკოლის ეზო. ჩვენ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ, როგორც ეგზიუპერმა თქვა. ბავშვობის ეს უდარდელი დღე მუდამ დაამახსოვრდებათ. დაე, ჩემი საქართველოს ყველა ბავშვი იზრდებოდეს უდარდელად და მზიანი, ნათელი ცის ქვეშ. მიყვარხართ“,- წერს ქართული ენის პედაგოგი ჯული ველელი-შირინიანი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს