მედანის თემის საჯარო სკოლის მოსწავლეების წარმატება ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“
01-12-2021
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მედანის თემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზეს.
კონკურსის პირველ ეტაპზე - ბარბარე ფიფია, ელო ჭანტურია და ნიკოლოზი ქანთარია მონაწილეობდნენ. ნიკოლოზი ქანთარია დისტანციური კონკურსის მეორე ეტაპზე წარმატებით გადავიდა და ოქროს სიგელი დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზი ქანთარიამ მუნიციპალიტეტის ყველაზე მაღალქულიან მონაწილეთა რეიტინგში მეოთხე ადგილი დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით შეირჩნენ ის მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „წალენჯიხის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა წალენჯიხელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს