ძევრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა-ნანო სოფრომაძემ და თათია აბესაძემ ცნობილი კომპოზიტორებისა და პიანისტების შესახებ საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
01-12-2021
უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო თემების, პიროვნებებისა თუ მოვლენების შესახებ ხშირად აწყობენ შემეცნებით პრეზენტაციებს და დამსწრე საზოგადოებას საკუთარ ცოდნას უზიარებენ.

სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეებმა - ნანო სოფრომაძემ და თათია აბესაძემ მეტად საინტერესო პრეზენტაცია გამართეს ცნობილ კომპოზიტორებსა და პიანისტებზე.

„ერიკ სატი, არნოლდ შონბერგი, ამადეუს მოცარტი.. ცნობილ კომპოზიტორებზე და პიანისტებზე გულმოდგინედ გაგვანათლეს მეხუთეკლასელებმა - ნანო სოფრომაძემ და თათია აბესაძემ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203