კასუმლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
01-12-2021
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასუმლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.

„2021 წელს 9 ნოემბერს კასუმლოს საჯარო სკოლის VIII, IX, X, XI კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სსაქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“. სკოლის მოსწავლეებს, რომლებმაც ინტელექტუალური ჩემპიონატის პირველ და მეორე ეტაპებში მონაწილეობდნენ სიგელები მიენიჭათ. დამატებითი ინფორმაციის სახით შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატი ტარდება სახელმწიფო ენაზე“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ მარნეულელი მოსწავლეებისთვის დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში მარნეულის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203